ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 18 წლამდე ობოლ და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწიათ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 18 წლამდე დედ-მამით ობოლ და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწიათ. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მატერიალური დახმარების ფარგლებში, ჯამში 5 100 ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები