სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაციამ ქ. ვარშავაში გამართულ საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) წლიურ გაფართოებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაციამ, ვარშავაში გამართულ საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) წლიურ გაფართოებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ჟვანიას სკოლა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მომუშავე ხელმძღვანელი პირების ლიდერის უნარების განვითარება – მდგრადობა, კრიზისულ სიტუაციაში ეფექტური რეაგირება და მოულოდნელი ცვლილებებისთვის

მუდმივი მზადყოფნა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა ზემოაღნიშნულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა.

ჟვანიას სკოლის დელეგაციამ ღონისძიების მასპინძელ ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორ მალგოჟატა ბივანის იოდინსკასთან და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტის (INAP) დირექტორ მანუელ პასტორთან გამართა

შეხვედრები. მხარეებმა ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების გზებზე ისაუბრეს. ამასთანავე, დელეგაციამ ესპანელ პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები