სასტუმრო ბილტომორი: ITB-China 2025-ზე შესაძლებლობა გვაქვს წარმოვაჩინოთ საქართველოს უნიკალურობა და ტურისტული პროდუქტები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო ბილტმორის წარმომადგენელი ქეთევან რეხვიაშვილი.
„გამოფენის პირველი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. ITB-China 2025-ზე შესაძლებლობა გვაქვს, პირველ რიგში, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალურობა და ტურისტული პროდუქტები, მისი უპირატესობებით. მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა პირდაპირი კომუნიკაციის დასამყარებლად ინდუსტრიის წამყვან ოპერატორებთან, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას. მით უმეტეს, ჩინეთის ბაზარი ჩვენთვის ახალია, ძალიან ხელს უწყობს უვიზო მიმოსვლა. განწყობა, მოლოდინები ბუნებრივია პოზიტიურია. მომდევნო დღეები კიდევ უფრო აქტიური და დატვირთული იქნება და საბოლოოდ მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ“ – აღნიშნავს ქეთევან რეხვიაშვილი.
ITB CHINA 2025, ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.