კალასი: ევროკავშირს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს

ევროკავშირს პოტენციური უსაფრთხოების მონიტორინგისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს.

“შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი ადრეული გაფრთხილების სისტემა იქნება, რომელიც დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, მათ შორის, როგორებიცაა საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ცენტრი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში”, – თქვა კალასმა.

ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონს ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ევროპასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.

“ის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან. არსებობს გეოპოლიტიკური ძვრების შეგრძნება. უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. ასევე, თურქეთი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანაა. თუმცა, რეგიონის პოტენციალს ჩრდილს აყენებს რუსეთის ომი, საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და საზღვაო მარშრუტებზე”,- განაცხადა კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები