წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა იმერეთის რეგიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ.ზესტაფონის, ქ.ტყიბულისა და ქ.თერჯოლის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას, წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ქალაქ ზესტაფონში პროექტით გათვალისწინებულია 85 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელის და 10 კმ მაგისტრალური მილის მოწყობა, შენდება სამი რეზერვუარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს და ორ სატუმბ სადგურს. ქალაქ ტყიბულში მოეწყობა რეზერვუარები, ორი სატუმბი სადგური, წყალმომარაგების ქსელი 7.5 კმ-მდე. ქალაქ თერჯოლაში შენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეზერვუარი, მოეწყო სატუმბი სადგურები, სოფელი რუფოთისა და ტელეფასთვის მაგისტრალური მილი – 4.65კმ, წყალმომარაგების ქსელი – 44,5კმ.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჯამში – 41 400 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამივე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 44 მილიონ ლარზე მეტია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები