შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი:  ITB CHINA 2025-ზე ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოს ტურისტული მიმართულებით 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის წარმომადგენელი ანი თოდუა. ამის შესახებ ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანი თოდუას თქმით, აზიური ნაწილიც რომ ავითვისოთ მშვენიერი იქნება ქვეყნისთვის.

“გამოფენაზე საკმაოდ დიდი აქტივობაა ჩინური ბაზრის მხრიდან,  ITB CHINA 2025-ზე ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოს ტურისტული მიმართულებით, შეხვედრებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. გამოცდილება  უკვე გვაქვს, ვღებულობთ ჩინელ ტურისტებს, პირდაპირი ფრენების გამო კიდევ უფრო გააქტიურდა ეს მიმართულება. ეს აზიური ნაწილიც რომ ავითვისოთ მშვენიერი იქნება ქვეყნისთვის, კარგი იქნება მრავალი მიმართულებით ვიმუშაოთ“- აცხადებს ანი თოდუა.

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები