გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრისას, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, არ მიეღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას აშშ-სა და ირანს შორის ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს,- ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა და დეტალებთან ინფორმირებულმა წყარომ Axios-ს განუცხადა.
გამოცემის ცნობით, ტრამპი და აშშ-ის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები ბოლო კვირების განმავლობაში შეშფოთებულნი არიან, რომ ისრაელმა, შესაძლოა, ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბოს ან სხვა ნაბიჯები გადადგას, რამაც შეიძლება მოლაპარაკებები ჩაშალოს.
მედიის ცნობით, თუ აშშ-ირანის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში ჩაიშლება, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე სწრაფი დარტყმისთვის ემზადება.