ქარელის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა ქარელის კულტურის სახლში, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტში არსებულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა და საესტრადო ანსამბლებმა.