მედვედევი – ტრამპის განცხადებაზე: ერთი ძალიან ცუდი რამ ვიცი და ესაა მესამე მსოფლიო ომი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს პუტინის „ცეცხლთან თამაშის“ და რუსეთისთვის „ძალიან ცუდი რამის“ შესახებ, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!“, – წერს მედვედევი პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლს ეთამაშება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები