საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, სომხეთთან ურთიერთობები გააღრმავოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საფრანგეთის ევროპული საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს ხელმძღვანელობით დელეგაციას უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც გაღრმავდეს და გაძლიერდეს.
ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას სომხეთის განვითარებისა და მისი პოტენციალის გაძლიერების მიმართ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, გააღრმაოს ურთიერთობები სომხეთთან, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში.
მხარეებმა ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი ერთობლივი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.