ლევან იოსელიანი – 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით,  იოსელიანი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და თანასწორობის დასამკვიდრებლად.

“დღეს, როგორც არასდროს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს ამ ღირებულებების განსამტკიცებლად, რათა ერთად ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება ადამიანის ღირსება და თავისუფლება.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს,” – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები