ირანი და აშშ რომში ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავენ
თეირანის მიერ ურანის გამდიდრების საკითხთან დაკავშირებით საჯარო უთანხმოების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვალ ირანთან მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის რომში ჩავა,- ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ეს აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იქნება.
მედიის ცნობით, თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია განაახლა, მხარს უჭერს მოლაპარაკებებს, მაგრამ აფრთხილებს სამხედრო მოქმედებების შესახებ, თუ დიპლომატია ვერ მოხერხდება.
ირანს სურს ახალი შეთანხმება, რომელიც შეამსუბუქებს სანქციებს, რომლებმაც მისი ეკონომიკა დააზარალა.
ამასთან, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მოთხოვნები ურანის გამდიდრების შეწყვეტის შესახებ ზედმეტი და აღმაშფოთებელია.