bloomberg: რუსეთი დაინტერესებული არ არის, რომ რომის პაპმა უკრაინასთან მოლაპარაკებებს უმასპინძლოს
აშშ-ის და ევროპის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ვატიკანი რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართავს. მიუხედავად იმისა, რომ პაპმა ლეო XIV-მ ამ იდეით დაინტერესება გამოთქვა, კრემლი დიდად დაინტერესებული არ არის,- აღნიშნულის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის ოფიციალურ პირებს ამჟამად არ აქვთ გეგმები, რომ ვლადიმერ პუტინი ვატიკანში ან სხვაგან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავროს. ისინი ყურადღებას ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებებზე ამახვილებენ, რომლებიც გასულ კვირას სტამბოლში დაიწყო.
ანონიმური წყაროების თანახმად, რუსული ეკლესია ეწინააღმდეგება ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ იტალია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა ბრძანება ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ და იგი ვალდებულია დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის რომში ჩავა.