მარკო რუბიო: ამერიკას მშვიდობა სურს, ევროპას – ომი

რომში ვიზიტის დროს მოვისმინე შეფასებები, რომ ევროპას ომი სურს, ხოლო შეერთებულ შტატებს – მშვიდობა,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს ამბავი მას ვატიკანში ერთ-ერთმა კარდინალმა უთხრა.

„ერთ-ერთმა კარდინალმა მითხრა, რომ მათთვის უჩვეულოა, როცა ამერიკის პრეზიდენტს მშვიდობა სურს, ხოლო ზოგი ევროპელი სამხედროებს მოქმედებებისკენ მუდამ მოუწოდებს, თითქოს სამყარო ამოტრიალდა“, – თქვა რუბიომ.

ამასთან, რუბიოს თქმით, ტრამპს სურს, რომ თავდაცვაზე დიდი ხარჯების საჭიროება არ იყოს და უკეთესი იქნებოდა, თუ ფინანსური სახსრები ეკონომიკის განვითარებას მოხმარდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები