რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმის მომზადების ვადები დადგენილი არ არის; მხარეები გაცვლიან პროექტებს და შეიმუშავებენ ერთიან ტექსტს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ვადები არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. ცხადია, რომ ყველას სურს ამის რაც შეიძლება სწრაფად გაკეთება.
შემუშავდება პროექტები როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხრიდან, მოხდება ამ დოკუმენტების პროექტების გაცვლა. შემდეგ კონტაქტები ერთიანი ტექსტის შესამუშავებლად“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, კრემლმა იცის ვატიკანის შეთავაზების შესახებ, უმასპინძლოს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.