ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისთვის პირობების შესაქმნელად ეს კვირა გადამწყვეტი იქნება.
“ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს და ვიცი, რამდენად აქტიურად ხართ ჩართული ამ ომის დასრულებაში და ამისთვის მადლობას გიხდით. ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წინ წავიწიოთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირა ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება”,- განაცხადა ლაიენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.