იმერლიშვილი რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმებას მოსკოვის ანექსიის გაგრძელებად აფასებს

რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმება რუსეთის მხრიდან ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა – ასე გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების შემუშავების საკითხს. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა, როგორც ქვეყნის ერთიანობის გარანტმა, ხოლო პარლამენტი არის უწყება, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შეიმუშავებს. “ეს არის ანექსისტური პოლიტიკის გაგრძელება, თუმცაღა ერთგვარი მოდერნიზებული ფორმით, ვინაიდან ე.წ. სახელმწიფოებრიობას აფხაზეთს ამ ხელშეკრულებით უნარჩუნებენ. თუმცა, ცხადია, ეს არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტი გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები