მაკრონი: მიუღებელია, რომ რუსეთი არ რეაგირებს ამერიკელების მოთხოვნებზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებსა და თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, მან უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის ქცევაზე ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, რომ მიუღებელია, რომ რუსეთი არ რეაგირებს ამერიკელების მოთხოვნებზე, რომლებსაც მხარს უჭერენ უკრაინა და ევროპელები, არც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არც ლიდერების დონეზე შეხვედრის შესახებ“, – ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროპელები ახლა ცდილობენ, დაარწმუნონ შეერთებული შტატები, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, რათა კრემლის მმართველ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გაზარდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები