სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო
სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარეობს.
უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და ზელენსკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.
მხარეებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი მასპინძლობს.