არჩილ გორდულაძე: ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია

,,აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ უნდა თქვან?! სათქმელი რომ არაფერი აქვთ, უტოპიაში გადავიდნენ – ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არასერიოზულია.

“როცა იმაზე საუბრობენ, რომ არჩევნებში ბიულეტენმა გაჟონა და ხმის ფარულობა დაირღვა, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები არსებობდეს?! არასერიოზულია! ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში არიან, მათ სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ. ზოგადად პაატა ბურჭულაძეს ასეთი განცხადებები სჩვევია“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა,
“ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები