გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადებით პარლამენტს მიმართა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს, პოზიცია შეიმუშაოს , რის შემდეგაც ის უშიშროების საბჭოს მოიწვევს, – განცხადება ქვეყნის პირველმა დიპლომატმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
“ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი. ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს უსაფრთხოებას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში. ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატსა და სულისკვეთებას. იგი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში გაუარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა რეგიონში. რეალური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, თვითდამკვიდრება და მომავალი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, მივმართავ პარლამენტს, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, უსწრაფესად, ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესახებ გადადგმულ ნაბიჯს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული თხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში უკვე გადაიგზავნა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=-2ppSDMMtP8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები