კირცხალია – შტატებთან ურთიერთობაზე: ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო მზაობა, რომ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შავით თეთრზე წერია ფურცელზე, გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში

“ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო მზაობა, რომ [აშშ-თან] ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შავით თეთრზე წერია ფურცელზე, გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განუცხადა.

მისი თქმით, ლეგიტიმურია, კითხვა გაჩნდეს, თუ რა ხდება.

„ყველა შეხვედრაზე, იქნებოდა ეს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, ვაფიქსირებდით და წერილშიც წერია, რომ ვაფიქსირებთ მზაობას, ოღონდ ღირსეულ საფუძვლებზე და არა ვასალურზე, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს უნდოდა კონკრეტულ ჯგუფებს. როდესაც „მეგობარ აქტზე“ ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ის ჩარჩენილი საცეცები, რომლებიც კიდევ ერთხელ იყენებენ მღვრიე წყალს და ახალი ადმინისტრაციის გადართვას სხვა, გლობალურ საკითხებზე. ლეგიტიმურია, კითხვა გაგიჩნდეს, რომ რა ხდება“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები