მამუკა მდინარაძე: უნდა შევაიარაღოთ ქართველი ხალხი სიმართლით, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს სწორ არჩევანს და სწორ დამოკიდებულებას რეალობის მიმართ და არა იმ ფეიკების მიმართ, რომლებსაც აგენტები ავრცელებენ
“ჩვენ ვახდენთ დეკლარირებას, რამდენად თავმოყვარე სახელმწიფო შევქმენით და რამდენად თავმოყვარე, სუვერენული, დამოუკიდებლობით განმტკიცებული სახელმწიფო გვინდა შევქმნათ, იმისთვის რომ არ გავატაროთ არცერთი უსამართლო აქტი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
„აბსოლუტური უმეცრებაა იმის თქმა, რომ საქართველოს დღეს სჭირდება ჩინური გავლენებისგან გათავისუფლება. სისულელეა. ის რომ ათასი ისეთი რამ წერია, რაც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს დოკუმენტი, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა.
გასაგებია ისიც, რომ შეიძლება [„მეგობარი აქტს“] შემდგომი განვითარება არ მოჰყვეს, არ დაუჭირონ საბოლოოდ მხარი ან დაუჭირონ და შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი არ მოაწეროს. ყველაფერი შეიძლება. შეიძლება მოაწეროს კიდევაც, რაც ნაკლებად სავარაუდოა – პრაქტიკულად გამორიცხულია, ჩემი აზრით, მაგრამ დაუშვებელი არაფერია. მაგრამ ეს ხომ ინდიკაცია იქნება იმისა, რეალურად რა შედეგებს მიაღწია „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში ახალმა ადმინისტრაციამ. ოლიგარქიულ, არაფორმალურ გავლენებთან ბრძოლაში რა შედეგებს მიაღწია. ისევ ის ძალები მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ შორის გავლენები აქვთ ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებზე თუ მართლაც მოახერხა პრეზიდენტმა ტრამპმა სადავეების ხელში აღება? შეიძლება ეს არ იყოს გადამწყვეტი მსოფლიოსთვის, მაგრამ ჩვენთვის ხომ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია? და არა მხოლოდ ჩვენთვის – სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა ხომ უნდა დაინახონ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იყო უსამართლო დამოკიდებულება და ეს უსამართლო დამოკიდებულება თურმე გაგრძელდა – ამას ცუდ შემთხვევაში ვსაუბრობ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, თითოეულ დეტალზე რეაგირება უნდა გვქონდეს. ჯერ ამას ვცდილობთ, რა თქმა უნდა „სცენის მიღმა“, არასაჯაროდ. მაგრამ როდესაც ამას შედეგი არ აქვს, ჩვენ თვითონვე უნდა შევაიარაღოთ ქართველი ხალხი სიმართლით, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს სწორ არჩევანს და სწორ დამოკიდებულებას რეალობის მიმართ და არა იმ ფეიკების მიმართ, რომლებსაც აგენტები ავრცელებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.