მსოფლიო პუტინის პასუხის მოლოდინში – შეხვდება თუ არა რუსეთის ლიდერი ზელენსკის, ჯერ უცნობია

ევროპელი ლიდერების მხრიდან ბოლო დღეებში მზარდი ზეწოლის მიუხედავად, ჯერ კიდევ გაურკვეველია, უპასუხებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევას, ხუთშაბათს სტამბოლში პირადად შეხვდეს,- ამის შესახებ skynews-ი წერს.

კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სტამბოლში შეხვედრა სთხოვა, თუმცა კრემლის ლიდერს შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ხუთშაბათს თურქეთში, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასასწრებად ჩასვლაზე ფიქრობს.

ზელენსკიმ ტრამპის მოლაპარაკებებზე დასწრების პერსპექტივას მხარი დაუჭირა.

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში “გარდამტეხი მომენტია” და მხარეებს ახალი კონსულტაციების ორგანიზებას სთავაზობს.

პარალელურად, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ აკონკრეტებდა, თუ ვინ იქნებოდა თურქეთში რუსული მხარის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები