“ოპოზიციური პარტიები საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ და ჩუმად ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის” – მახაშვილი
“ოპოზიციური პარტიები საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ და ჩუმად ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
„პარტიები ნამდვილად ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვები არ არის, ჩაშლილი აქვთ კონკრეტული დავალებები და რეგიონულ წარმომადგენლობებს აძლიერებენ. მათი მხრიდან არსებობს ყველანაირი ის ნიშანი, რაც ახასიათებს პარტიას, როცა არჩევნებში მონაწილეობას იღებს. რა თქმა უნდა, ისინი საჯაროდ არ ლაპარაკობენ, მაგრამ საზოგადოებას ატყუებენ. დღეს მათ საჯაროდ რომ თქვან, არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, ეს ნიშნავს, რომ ხაზი უნდა გადაუსვან ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ანუ, საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ. იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიულ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ და ჩუმად, მაგრამ მაინც ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. როგორც ჩანს, მათ აქვთ რაღაც მოლოდინი, რომ ამას გარკვეული მოულოდნელობის ეფექტი ექნება საზოგადოებაზე, ან ხელისუფლებაზე. მსგავსი საქციელი ღიმილისმომგვრელი და ბავშვურია. ამას სჯობს, თამამად და პირდაპირ განაცხადონ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და პროცესში ისე შემოვიდნენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიას ეკადრება“, – ამბობს მახაშვილი.