გიორგი ვოლსკი: გერმანიის ელჩის განცხადებები უსუსურია
„გერმანიის ელჩის განცხადებები უსუსურია იმ რეალობასთან შედარებით, რაც მსოფლიოში მართლაც არსებობს,“ – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას.
„ეს არ არის მხოლოდ დაპირისპირება ორ შეხედულებას შორის, ეს არის გარკვეული პოზიცია, პოლიტიკა, რომელსაც დემაგოგიურად ცდილობენ ზოგიერთნი, მათ შორის გერმანიის ელჩი, თავს მოახვიონ იმ საზოგადოებას, რომელიც უნდათ რომ ქუჩაში იდგნენ და დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან თქვა, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს და ეს გამოგონილია.