ზაალ მიქელაძე ოპოზიციას: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე” არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა – ნუ ააბდლებინებთ თავს ,,ჰერჩინსკებს”
პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე რადიკალების მიერ გამართული “ევროპის მარშს” სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში ევროპის დღე არ აღუნიშნავთ.
ზაალ მიქელაძემ რადიკალებს მოუწოდა იფიქრონ ქართულად იმისთვის, რომ ზიზღი და სიძულვილი არ გავრცელდეს.
“არ ინერვიულოთ!!! ნუ ,,დაისტრესებით”, ერთმანეთს ნუ დაერევით, მთელი თვის ნარბენ – ნაგროვები ,,ევროპის” მარშზე, მეტი რომ ვერ გაიყოლიეთ… გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას, ტელევიზიას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე” არცერთ ქვეყანაში არც მარშით, არც კონცერტით არ აღნიშნულა.
ნუ ააბდლებინებთ თავს ,,ჰერჩინსკებს” და ნუ აბჟუტურებთ ,,ლავროვფილ” თუ ,,მაკრონფილ” სალომეს.
დაეშვით დედამიწაზე, იფიქრეთ და იმოქმედეთ ქართულად…მხარდამჭერებს თუ ვერ დაიმატებთ, ზიზღსა და სიძულვილს მაინც არ მიეცემა ასპარეზი,”- წერს ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში.