ირაკლი ქადაგიშვილი: ესტონეთი და მისი მთავრობა მოსახლეობაში უკმაყოფილების და ესკალაციის დაბადებისთვის შრომობს
,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ესტონეთის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების ფაქტს გამოეხმაურა.
„დიპლომატიური პასპორტის მოქმედება ევროკავშირის გადაწყვეტილებით ისედაც შეჩერებული იყო. ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ეს დამატებითი განცხადება მას არ სჭირდებოდა პრაქტიკული თვალსაზრისით. მაგრამ, იმისთვის, რომ კიდევ ერთი პროპაგანდისტული საბაბი გაჩნდეს მოსახლეობაში რაიმე უკმაყოფილების და ესკალაციის დაბადებისთვის, ამაზე შრომობს ესტონეთი და მისი მთავრობა“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა.