„ბერლინალეზე“ ქართული ფილმი მაყურებლის პრიზის მფლობელი გახდა

   ქართული ფილმი “პატარძლები” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზის მფლობელი გახდა. თინათინ ყაჯრიშვილის ნამუშევარი „ბერლინალეზე“ სექცია “პანორამაში” აჩვენეს. სურათმა მხატვრული ფილმების კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა, ხოლო პირველი ადგილი წილად ხვდა ფილმს “Difret”, მეორე ადგილი კი ფილმს “The Way He Looks” ერგო. ფილმი “პატარძლები” ქართულ- ფრანგული კომერციული პროდუქციაა, რომელიც “მსოფლიო კინოს დახმარების” პროგრამის ფარგლებში ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს. ფილმი ნუცასა და მისი ქმრის გოგას ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც გოგას დაპატიმრების გამო ციხეში ყოველთვიურ ვიზიტებად იქცა. “ბერლინალეზე” სექციაში “პანორამა” 52 სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები