დავით მათიკაშვილი: გახარია ვერ გაექცევა კითხვებზე პასუხების გაცემას
,,გახარია ვერ გაექცევა იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც საზოგადოებას აღელვებს და რომლებიც საპროტესტო აქციების დროს საპოლიციო ინსტრუმენტების არაეფექტურად გამოყენებას ეხება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიას კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.
„გახარია ვერ გაექცევა იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც როგორც ერთი მხრივ საზოგადოებას აღელვებს, ასევე ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ ნათელი მოეფინოს საკითხს, თუ რატომ იყო გამოყენებული ამ დღეს ის საპოლიციო ინსტრუმენტები არაეფექტურად და პირიქით ის ინსტრუმენტები ამორფულად, რისი გამოყენების საჭიროება საერთოდ არ იყო. ამაზე, ბუნებრივია, გახარიას პასუხის გაცემა მოუწევს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების ვიდეო კოლაჟი გამოაქვეყნა. გახარიას ვიდეო კლიპში არ მოხვდა 2019 წლის ივნისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები, რა დროსაც ადამიანებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს.