ალექსანდრე რაქვიაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა, არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა

“სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა და არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის სასიკეთოდ არ დამთავრებულა”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„არ ვიცი, ამჯერად რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც ახლა გამოვა რამე კარგი. სახალხოა, ვერ მიისაკუთრებ, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა თვითონ უნდა განმარტოს, რას გეგმავენ. არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით რაიმე ისეთი მოხდეს, რაც ოპოზიციას დაეხმარება და ჩვენ ხელისუფლების ცვლილებაში დაგვეხმარება. ცუდად მთავრდებოდა ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა. 26 მაისის ინიციატივაც ცუდად დამთავრდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები