დავით მათიკაშვილი – სალომე ზურაბიშვილი რაღაც თამაშშია ჩართული, უფრო საბავშვო ბაღის პრინციპით მოქმედებს
„სალომე ზურაბიშვილი რაღაც თამაშშია ჩართული, უფრო საბავშვო ბაღის პრინციპით მოქმედებს, ქალაქობანას, სახლობანას, ოჯახობანას და ახლა უკვე აღლუმობანას თამაშობს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მცდელობაა, სიმბოლოების მნიშვნელობა გააუბრალოოს. ეს იმ ძალის ხელწერაა, რომელსაც საქართველოში მშვიდობა და პროგრესი არ სურს. სამწუხაროდ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამ ძალების რიგითი წარმომადგენელია, რომელიც ხელფასს იმ ინსტიტუტისგან იღებს, ვისაც ამერიკის პრეზიდენტი მოძალადე ჰგონია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.