შალვა პაპუაშვილი: მინდა, რომ „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩევლებმა და ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იცოდნენ, რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის
“მინდა, რომ „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩევლებმა და ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იცოდნენ, რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.
ის პარტია „ლელოსა“ და „საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
„თქვენ ახლა რა გგონიათ, რომ თაღლითების, ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს ისეთი არჩევნებისთვის, რომელიც იცის, რომ არც დაინიშნება? სადაც ისინი ფულის ხარჯვას იწყებენ, იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც ნამდვილად იციან, რომ ჩატარდება. ამიტომ ეს ქვეყანა დიდი არ არის და ყველა ყველას იცნობსო, რომ ვამბობთ, ამაში იგულისხმება, რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საქართველოს, რეგიონებს. ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რით არიან დაკავებული. ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თავის ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ არიან დიდი რევოლუციონერები და ახლა ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ა.შ.
მინდა, რომ „ლელოსა” და პარტია „საქართველოსთვის” ამომრჩევლებმა და ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იცოდნენ, რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.