უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა პუტინის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე დაარღვია
უკრაინაში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში ცალმხრივად გამოაცხადა, ძალაში შევიდა, რადგან რუსეთი პარასკევს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ემზადება.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, 7 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტიეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთის თვითმფრინავებმა სუმის ოლქის მიმართულებით მართვადი ბომბები ორჯერ გაუშვეს.
როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, ბრძანება ოკუპანტმა ქვეყანამ თავადვე დაარღვია.
ქალაქ ჩერკასში, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.