ვლადიმერ ბოჟაძე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე: პარლამენტის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ საშუალება, მოუსმინონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და ეს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის საქმიანობას
„პარლამენტის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ საშუალება, მოუსმინონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და ეს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის საქმიანობას,“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები კიდევ უფრო ეფექტურს გახდის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას.
„[ცვლილებების] ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კიდევ უფრო მოქნილი გამხდარიყო საქართველოს პარლამენტის მუშაობა და ზედამხედველობა საქართველოს მთავრობაზე. ფაქტობრივად, პარლამენტის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ საშუალება, მოუსმინონ მინისტრებს და პრემიერ-მინისტრს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის საქმიანობას როგორ კომიტეტების, ასევე ფრაქციების”, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციას და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.