დავით მათიკაშვილი: რეგლამენტის ახალი რედაქცია უფრო მეტად მოქნილს გახდის საპარლამენტო მექანიზმებს როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რეგლამენტის ახალი რედაქცია უფრო მეტად მოქნილს გახდის საპარლამენტო მექანიზმებს როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით. ინტერპელაცია ერთგვარად ჩაანაცვლებს და შეავსებს „მინისტრის საათის“ საკანონმდებლო დანაწესს – აღარ იქნება „მინისტრის საათი“, მაგრამ ინტერპელაციის მუხლი, რომლის გარეშეც ეყარა მეორე მოსმენით კენჭი საქართველოს პარლამენტში, იქნება ახალი რედაქციით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციას და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.