ნინო წილოსანი: ფაქტია, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში შემოსვლას ვერ ბედავს, რადგან უფრთხიან იმ ფიასკოს და მარცხს, რომელსაც აუცილებლად იგემებენ

ნამდვილად, „ქართული ოცნებისთვის“ მე-10 საიუბილეო გამარჯვება იქნება და ეს გამარჯვება იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას ვერ ბედავს, რადგან მარცხის ეშინიათ.

„ფაქტია, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში შემოსვლას ვერ ბედავს. ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად, არავის აქვს გაცხადებული რომ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, სწორედ იმიტომ რომ უფრთხიან იმ ფიასკოს და მარცხს რომელსაც აუცილებლად იგემებენ. თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად იძულებული გახდეს რიგი მათგანი, რომ მიიღონ მონაწილეობა. სწორედ ეს მონაწილეობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს განწყობებს იმ მუხტის კლებასთან დაკავშირებით რომელზეც ვსაუბრობდით“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები