პაკისტანში ინდოეთის საჰაერო დარტყმებს სულ მცირე, 70 ადამიანი ემსხვერპლა

“ინდოეთს სულ რაღაც 25 წუთი დასჭირდა 24 რაკეტის გასაშვებად, რომლებმაც ცხრა ტერორისტული ბანაკის ტერიტორია დაბომბეს. მომხდარს 70 ტერორისტი ემსხვერპლა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ქაშმირში”, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ინდოეთის არმიამ და საჰაერო ძალებმა ოპერაცია ერთობლივად განახორციელეს, კოდური სახელწოდებით „ოპერაცია სინდური“.

ნიუ დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიკრამ მისრიმ განაცხადა, რომ ოპერაცია „გაზომილ და პროპორციულ“ რეაგირებას წარმოადგენდა 22 აპრილს პაჰალგამში, ჯამუსა და ქაშმირში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე.

შექმნილი ვითარების გამო, ისლამაბადმა დროებით, 48 საათით დახურა საჰაერო სივრცე და ასევე ინდოეთში არსებულ სამიზნეებზე საპასუხო სარაკეტო შეტევა განახორციელა.

ინდოეთი იუწყება, რომ პაკისტანის საჰაერო დარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები