2 დაღუპული და 8 დაშავებული – რუსებმა კიევზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს
გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე იერიში დრონებით მიიტანეს. დაღუპულია 2 და დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ქალაქის სამ რაიონში ჩამოვარდა.
ღამის პირველი განგაში ადგილობრივი დროით 01:02 საათზე ამოქმედდა – შემდეგ რუსეთმა ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
მეორე საჰაერო თავდასხმის განგაში 4:00 საათზე ამოქმედდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის ძალები განლაგდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.