დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობაზე: თვითმმართველობის არჩევნები არის მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც გვიახლოვდება, სადაც საჭიროა პარტიული მობილიზება

„თვითმმართველობის არჩევნები არის მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც გვიახლოვდება, სადაც საჭიროა პარტიული მობილიზება,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარე იქნება საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახე.

„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აირჩევს თავმჯდომარეს, ასევე განახლდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. იქნება მსჯელობა სხვა მნიშვნელოვან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც. პარტიის თავმჯდომარე იქნება საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახე, გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც პარტიულ საქმიანობას კიდევ უფრო მეტად წინ წაიყვანს.

თვითმმართველობის არჩევნები არის ის მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც გვიახლოვდება, სადაც საჭიროა პარტიული მობილიზება, შესაბამისი სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება. ცხადია, ეს საკითხი მნიშვნელოვან საკითხთა შორის იქნება ხაზგასმული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები