“საკანონმდებლო სივრცე იხვეწება იმგვარად, რა გამოწვევებიც აქვს ქვეყანას და როდესაც სახეზეა შესაბამისი გამოწვევები, მყისიერად რეაგირებს საკანონმდებლო ორგანოც” – მათიკაშვილი

“საკანონმდებლო სივრცე იხვეწება იმგვარად, რა გამოწვევებიც აქვს ქვეყანას და როდესაც სახეზეა შესაბამისი გამოწვევები, ბუნებრივია, რომ მყისიერად რეაგირებს საკანონმდებლო ორგანოც”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“ასევე, მყისიერად რეაგირებს სამართალდამცავი ორგანოები იმ ამოცანების მიმართ, რომელიც მათ უდგათ. ასე რომ, ეს საკანონმდებლო სივრცე, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება შექმნილი საქართველოს არამოქალაქე პირების მიმართ, ცხადია, არის გამოწვეული იმ საფუძვლიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში,“ – ამბობს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები