მერცი გერმანიის ახალ კანცლერად დაამტკიცეს

გერმანიის ბუნდესტაგმა მეორე მცდელობით, კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.

ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო 316 ხმის მიღება ვერ შეძლო. მას ექვსი დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები