ირაკლი კირცხალია: ერთი დღე დარჩა ყრილობამდე, მოდი დაველოდოთ და ყველა ერთად ვნახავთ ყრილობის შედეგებს, ავირჩევთ თავმჯდომარეს

“ერთი დღე დარჩა ყრილობამდე, მოდი დაველოდოთ და ყველა ერთად ვნახავთ ყრილობის შედეგებს, ავირჩევთ თავმჯდომარეს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ყრილობაზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩეულ თავმჯდომარეს სრული მხარდაჭერა ექნება.

„ადამიანი, რომელიც არჩეული იქნება თავმჯდომარედ, იქნება ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი პარტიის თითოეული წევრისთვის და მხარდამჭერისთვის იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ნებისმიერი ადამიანი, პარტიის თავმჯდომარე იქნება თუ სხვა, ყველა ვართ რიგითი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის მოღვაწეობის პერიოდშიც საქართველო თავის უახლეს ისტორიაში არის დამოუკიდებელი ისე, როგორც არასდროს და ეს პოლიტიკა გაგრძელდება აუცილებლად“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები