რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

„წელს, 6 მაისს, მოლაპარაკებების პროცესის შედეგად, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 205 რუსი სამხედრო მოსამსახურე დააბრუნეს. სანაცვლოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების 205 სამხედრო ტყვე გადაიყვანეს“, – დააზუსტა დეპარტამენტმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჟამად ყველა რუსი მებრძოლი ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც ისინი საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას იღებენ. გარდა ამისა, მათ მიეცათ შესაძლებლობა, ნათესავებს დაკავშირებოდნენ.

დეპარტამენტმა დასძინა, რომ ყველა გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები