ზარქუა – ზურაბიშვილზე: ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის
“ვისაც ჯერ კიდევ ამ გაფრენილი ქალის სჯერა [სალომე ზურაბიშვილის], რომელმაც ჯერ ქარტია შექმნა და იქ ვიღაცები შევიდნენ, ვიღაცები – არა. შემდეგ თქვა, ქარტიამ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო. ამას ვიღაცები სკეპტიკურად შეხვდნენ. ახლა თურმე 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის. აღლუმს იბარებს? იქ „ხაბე“ არ მივა, მასზე გაბრაზებულია, არ დაეწყობიან. მის ღონისძიებაზე მაქსიმუმ „ჩერგომ“ ჩაიშხუილოს და „ბოკუმ“ -ბოკუჩავამ. მისი საქმე აღლუმის მიღება-ჩაბარება არ არის და რის ორგანიზებას აკეთებს? კიდევ ერთი გიჟი ჰყავთ, რომელმაც თქვა, სექტემბერში არჩევნებს მობილურებით ჩავატარებთო – დატენეთ, რა. გეუბნებით, ეს იდეა აქვთ. შეიძლება, არჩევნები მობილურებით გაყალბდეს და ფაქსებით ჩაატარონ, რომელსაც შემდეგ ლეგიტიმაციას მივანიჭებთ. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკოთ, გიჟების დოღია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.