ლევან მახაშვილი თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლზე: მათთვის მიუღებელია ყველაფერი, რაც შეიძლება აძლიერებდეს საქართველოს ტრადიციებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს გამოეხმაურა.

„ამ ადამიანების მორალური ორიენტირი სხვაგანაა. მათთვის მიუღებელია ყველაფერი, რაც შეიძლება ამტკიცებდეს, განამტკიცებდეს, აძლიერებდეს საქართველოს ტრადიციებს, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, ფასეულობებს. ზოგადად, ღირებულებებს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი, რომელიც უცენზურო გამონათქვამებს შეიცავს. ნატუკა კახიძის, მაგდა ლებანიძის, სანდრო სამხარაძისა და გაგა შიშინაშვილის მონაწილეობით დადგმა სამეფო უბნის თეატრის სცენაზეა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები