ვლადიმერ ბოჟაძე დათა თავაძის სპექტაკლზე: თავისუფლებას და აღვირახსნილობას ვერ არჩევენ ეს ადამიანები
,,თავისუფლებას და აღვირახსნილობას ვერ არჩევენ ეს ადამიანები”, – ასე ეხმაურება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე, დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების შინაარსს ატარებს.
მისი თქმით, ეს ადამიანები რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ.
„სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ დღეს ლიბერალიზმის სახეს. სწორედ ასეთი საქართველო წარმოუდგენიათ, ასეთი სახელმწიფო, ასეთი ეკლესია, ასეთი ოჯახური ურთიერთობები. კიდევ უფრო საწყენია, რომ ამ სპექტაკლს საერთოდ მაყურებელი ჰყავს. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ხელოვნებასთან, კულტურასთან. პირიქით, ეს არის ანტიქართული, ანტირელიგიური სპექტაკლი. სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, ეს ადამიანები წარმოადგენენ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას. ესენი არიან რადიკალური აქციების ავანგარდში“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.