სირსკი: კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობა 9 თვეში შეასრულა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოპერაციამ, რომელიც 9 თვე გაგრძელდა, მიზნების უმეტესობას მიაღწია.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ბუფერული ზონა კვლავ აქტუალურია.

“კურსკის ოპერაციამ, რომელიც უკვე ცხრა თვე გაგრძელდა, თავისი მიზნების უმეტესობას მიაღწია. კურსკის რეგიონში ჩვენი აქტიური მოქმედებების წყალობით, ჩვენ შევძელით მტრის შეტევითი კამპანიის თავიდან აცილება სუმისა და ხარკოვის რეგიონებში. სასაზღვრო რაიონებში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ შექმნილი ბუფერული ზონა დღესაც აქტუალურია”,- აღნიშნა სირსკიმ.

მთავარსარდლის თქმით, რიცხობრივად ზემდგომი მტრის დამარცხება მხოლოდ არატრადიციული ნაბიჯებით არის შესაძლებელი.

„კურსკის ოპერაცია ზუსტად ასეთი იყო. ეს მტრისთვის სიურპრიზი იყო. უკრაინამ აჩვენა, რომ მას შეუძლია კონტრშეტევა, მტრის დამარცხება და განდევნა, მათ შორის საკუთარ ტერიტორიაზე“, – თქვა სირსკიმ.

მთავარსარდალმა განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტის დროს მან კურსკის ოპერაციის დროს გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები