ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. ფინანსთა მინისტრმა, ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებასა და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე.
კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ფონდში საქართველოს დონორის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას.
რეიჩელ ტომპსონმა გამოთქვა მზაობა, ქვეყანასთან პარტნიორობა გაგრძელდეს სხვადასხვა მიმართულებით.