“26 მაისის დარბევის ფოტოები ყველა წამყვან გაზეთში იყო გამოქვეყნებული და სააკაშვილი, რომელიც მილიონებს იხდიდა პიარში, საკუთარი თავის ქება-დიდებაში, მიხვდა, რომ რამდენიმე სურათითა და ამ მოვლენით გაშიშვლდა” – გიორგი აბდალაძე
“26 მაისის დარბევის ფოტოები ყველა წამყვან გაზეთში იყო გამოქვეყნებული და სააკაშვილი, რომელიც მილიონებს იხდიდა პიარში, საკუთარი თავის ქება-დიდებაში, მიხვდა, რომ რამდენიმე სურათითა და ამ მოვლენით გაშიშვლდა”, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 26 მაისის დარბევის ფაქტი ერთადერთი და ყველაზე გამორჩეულია, რადგან ის დასჯის სპეცოპერაცია იყო.
„ხელშეკრულები მიწაზე ჰყავდათ გაჩერებული და კიდევ უარესად სცემდნენ. ეს იყო სპეცოპერაცია იმისთვის, რომ დაეშინებინათ მოსახლეობა. თითქმის, ყველას თავი ჰქონდა დახეთქილი – ქალი, კაცი, დიდი, პატარა, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ჩვენ შევძელით რეპორტაჟის გაკეთება, საკმაოდ რთული იყო მუშაობა 26 მაისს, რადგან პირველ რიგში, ჟურნალისტებზე ნადირობდნენ. უამრავი ჟურნალისტი – „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები იყვნენ ნაცემები, საერთაშორისო მედიის უამრავი წარმომადგენელიც იყო ნაცემი. ჩვენ გაგვიმართლა, რაღაც მომენტში შევძელით, გავრიდებოდით სიტუაციას. საპატიმროში ყოფნის პერიოდში შევიტყვე, რომ თურმე, მე გადამიღია ის ადამიანი, რომელიც შემდეგ სახურავზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს“, – განაცხადა აბდალაძემ.